პოლიტიკა
ტყიბულის მერიის ქონების მართვის სამსახურის თანამშრომელი დააკავეს
FaceBook
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ქრთამის აღების ფაქტზე,  ტყიბულის  ქონების მართვის სამსახურის თანამშრომელი დააკავეს. ზაალ ვაჩაძე მუნიციპალიტეტის ეზოში აიყვანეს.  

"მეც ახლა გავიგე. გასული ვიყავი სოფლებში .  როგორც მითხრეს , ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული. სხვა არაფერი ვიცი"- ამბობს ტყიბულის მერი , თემურ ჩუბინიძე. 

მიმდინარეობს გამოძიება . 
Print