პოლიტიკა
ქუთაისის მერიის განმარტება თავშესაფრის მთხოვნელ ბენეფიციარზე
FaceBook
ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი, ჯონი არაბიძე სოციალურად დაუცველ ლეილა ვაჩნაძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
ჯონის არაბიძის თქმით, ლეილა ვაჩნაძემ საცხოვრისში განთავსებაზე უარი თავად განაცხადა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც არსებობს.

"2017 წლის ნოემბერში, საცხოვრისის კომისიის მიერ, სათანადო ქულის არ არსებობის გამო ლეილა ვაჩნაძეს უარი ეთქვა საცხოვრისში განთავსებაზე, თუმცა ის იყო როგორც რიგში მდგომი მოქალაქე, 40 სარეიტინგო ქულით, რომელსაც საშუალება ექნებოდა ბინის გამოთავისუფლების შემთხვევაში აღნიშნულ საცხოვრისში დაეკავებინა მათთვის განკუთვნილი ფართი. 2019 წლის იანვარში როდესაც შევთავაზეთ მას გამოთავისუფლებული ფართი, ლეილა ვაჩნაძემ თავისივე განცხადებით უარი თქვა აღნიშნულ საცხოვრისში განთავსებაზე, იმ მიზეზით რომ თითქოს იქ არ არის წყალი, არ არის ბუნებრივი აირი და ა.შ. ამავდროულად 2018-2019 წლებში ქალაქის მერის ბრძანების შესაბამისად როგორც ლეილა ვაჩნაძეს, ასევე მის შვილს გაწეული აქვთ მატერიალური დახმარებები. ასევე მინდა გითხრათ რომ ყველა დახმარება რაც კი გაცემული იყო სურსათ-სანოვაგეს კუთხით, ახალ წლის თუ სააღდგომო ნობათები, ყველა ეს დახმარებები აქვთ მიღებული როგორც დედას ასევე შვილს. ასევე მათ მიღებული აქვთ ეგრეთწოდებული ქართულ-გერმანული დახმარებაც", - ამბობს ჯონი არაბიძე. 

ლეილა ვაჩნაძე ამბობს, რომ საერთო საცხოვრებელში ვერ მოხვდნენ და ყოველდღიურად ელის, რომ ბინის დაცლას მოსთხოვენ.

"დამპირდნენ, რომ ბინაში გადამიყვანდნენ, მაგრამ მას შემდეგ რაც შოთა მურღულია წავიდა, მითხრეს ჩვენ არაფერს დაგპირებივართო"- ამბობს სოციალურად დაუცველი ქალბატონი.



ამავე თემაზე:

ქუთაისში, სოციალურად დაუცველი თავშესაფარს ითხოვს
Print