პოლიტიკა
"თბილისი პრაიდის" ღონისძიება აღარ გაიმართება
FaceBook

„თბილისი პრაიდის" ღონისძიება, რომლის გამართვაც 8 ივლისს, 09:00 საათზე, შსს-სთან იგეგმებოდა, აღარ ჩატარდება.


ამის შესახებ  "თბილისი პრაიდის"ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა განაცხადა. რაც შეეხება ამავე პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს, თაბაგარის განმარტებით, სხვა ღონისძიებების გამართვის თაობაზე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ინფორმაციას ჯერჯერობით არ გაავრცელებენ.

 

"ზოგადად, პრაიდის გადადების თაობაზე ინფორმაციას არ გიდატურებთ, უბრალოდ,კონკრეტული ივენთი, რომელიც შსს-სთან იყო დაგეგმილი და რომელზეც ინფორმაციამ გაჟონა, აღარ გაიმართება. სხვას ვერაფერს გეტყვით,რადგან ამ მომენტში ქვეყანაში უსაფრთხოება არეულია", - ,განაცხადა თაბაგარმა.

იმის შესახებ, რომ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები 09:00 საათზე შსს-სთან „ღირსების მარშის“ გამართვას გეგმავდნენ, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა გაავრცელა.


interpressnews.ge/ka/article/555137-tbilisi-praidis-goniszieba-romlis-gamartvac-0900-saatze-shss-stan-igegmeboda-agar-chatardeba/" target="_blank">interpressnews.ge

Print