პოლიტიკა
აბიტურიენტები დღეს გამოცდას ზოგად უნარებში აბარებენ
FaceBook

3-4 ივლისს აბიტურიენტები საგამოცდო ტესტებს უნარებში აბარებენ.


საქართველოს მასშტაბით 23-ივე საგამოცდო ცენტრში პროცესი დილის 9 საათზე დაიწყო.

 


სტუდენტობის მსურველებმა გამოცდა უკვე ჩააბარეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში.


ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის  41 000-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.


გამოცდები  წელსაც ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ტარდება.


მთავარი სიახლე შეეხება  აბიტურიენტის მიერ  ორი ან მეტი არჩეული  საგნიდან ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრას ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადებას. ასეთ  შემთხვევაში  მას გრანტის მიღების შესაძლებლობა უნარჩუნდება.


ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყო და 23 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

 

 

Print