პოლიტიკა
1 ივლისიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
FaceBook
საქართველოს 11 ქალაქის 23 საგამოცდო ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად და აბიტურიენტთა მისაღებად მზად არის. 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო სექტორები გაგრილების სისტემითა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურით აღჭურვილია.

ცენტრებთან გამოცდების პერიოდში მუდმივად იქნება მობილიზებული სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. 

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდება.

17-24 ივლისს კი გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის გაიმართება.
Print