პოლიტიკა
„ ბოტანიკური ბაღი გახდა ქუთაისელი მაღალჩინოსნების „ბოტანიკური ბუნაგი“
FaceBook
"არც ერთ ქვეყანაში ბოტანიკურ ბაღში მაღალი თანამდებობის პირები არ ქეიფობენ", - აღნიშნა ორგანიზაცია  "ევროპა ჩემი სახლიას" დამფუძნებელმა გია გოქაძემ ბრიფინგზე, რომელიც ქუთაისის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

გია გოქაძე იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც ააიპ "ქუთაისის ბოტანიკური ბაღის" ე.წ. იმერულ ოდაში ქუთაისელი მაღალჩინოსნების ქეიფს ეხებოდა. მანამდე "ევროპა ჩემი სახლიამ" წერილობით მიმართა ქუთაისის მერიას და აღნიშნული ღონისძიების ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოითხოვა. გია გოქაძემ ბრიფინგზე წარმოადგინა მერიის პასუხი, სადაც მითითებული იყო, რომ ქეიფის დანახარჯი ბიუჯეტიდან (კომუნალური და სხვა ხარჯები) შეადგენდა ნულ ლარს. ასევე საუბარი იყო ადამიანის უფლებებზე და თავისუფლებაზე, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს არასამუშაო საათებში განკარგოს დრო საკუთარი სურვილისამებრ.
"ბოტანიკური ბაღი არის საჯარო და ამავდროულად კულტურული დ სამეცნიერო სივრცე და იქ ბილიარდის არსებობა და ოდისთვის რესტორნის ფუნქციის მინიჭება უადგილოა. ოდის მშენებლობა 42 ათასი ლარი დაჯდა, მიუხედავად ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკისა. ბოტანიკური ბაღი გახდა "ბოტანიკური ბუნაგი" მაღალი თანამდებობის პირების, იქ არის ასწლოვანი ხეები, უნიკალური მცენარეები და სხვა სამუშაოები ხორციელდება. ამის ნაცვლად მუშაობს საბილიარდო და ოდა, როგორც ქეიფის ადგილი", - აღნიშნა გია გოქაძემ.
"ევროპა ჩემი სახლიას" დამფუძნებელი მოუწოდებს ცენტრალურ ხელისუფლებას ყურადღება გამოიჩინოს ქუთაისის მიმართ.
"ქუთაისს პერსპექტიავა არა აქვს პარლამენტი, სემეკი და მთავრობის სახლი გადაიტანეს თბილისში და როგორც ჩანს მხოლოდ ორ ვარიანტს გვიტოვებენ ნიშნიანიძისეულ პორტს და ოდას საქეიფოდ", -აღნინა გია გოქაძემ.
ეკა კუხალაშვილი
Print