პოლიტიკა
მეუფე კალისტრატეს დაკრძალვას მთავრობის არცერთი წევრი არ ესწრება
FaceBook

ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში, ქუთათელ-გაენათელ მიტროპილიტ მეუფე კალისტრატეს დაკრძალვას მთავრობის არცერთი წარმომადგენელი არ ესწრება.


დაკრძალვის ცერემონიალზე იმყოფება ქუთაისის სამივე მაჟორიტარი დეპუტატი, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. 

მეუფის დაკრძალვაზე, ასევე, არიან ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სანდრა რულოვსი და პარტიის წევრები ადგილობრივი ოფისიდან.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტარეს დაკრძალვაზე უწმუნდესი და უნეტარესი ილია მეორე ვერ ჩამოდის.

"ექიმებმა არ ურჩიეს მგზავრობა. თვითონ ვერ ჩამოვა, თუმცა, სააპატრიარქოდან არიან მეუფის დაკრძალვაზე", - განმარატვენ სასულიერო პირები.

ქუთათელ-გაენათელ მიტროპილიტ მეუფე კალისტრატეს დღეს, 23 ივნისს  ბაგრატის ტაძარში სამხრეთის მხარეს დაკრძალავენ.


მეუფე კალისტრატე 20 ივნისს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებით მმართველად, რუსთავის მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი დაინიშნა.

 

Print