პოლიტიკა
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დაეცა, ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა
FaceBook
ლარი დოლართან მიმართებაში დაეცა და ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება, ხვალინდელი კურსის თანახმად, 2.3245 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3214 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0031 ლარი შეადგინა.

ევროსთან მიმართებაში კი ეროვნული ვალუტა მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5646 ლარად იქნება შესაძლებელი. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0031 ლარი შეადგინა.

Commersant.ge

Print