პოლიტიკა
რა ეტაპზეა ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მშენებლობა მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დასრულდება

ამ ეტაპზე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბოლო სართული შენდება.



როგორც ადგილზე მყოფი მუშები ამბობენ, ასევე იწყება სტუდენტთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაც, სადაც ამ ეტაპზე ტერიტორია შემოღობილია და სამშენებლო მასალები შეაქვთ.



მშენებლობის მთავარი არქიტექტორი მახო ცაგარელი ,,ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებს, რომ სამუსაოები აქტიურ ფაზაშია.



მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის  60 000 სტუდენტზე  გათვლილი, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა,  ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. დაპირების თანახმად, უნივერსიტეტი 60 ათას სტუდენტზე იქნება გათვლილი, თუმცა პროექტის დასრულების ვადები ჯერ-ჯერობით არ არის ზუსტად დადგენილი.




Print