პოლიტიკა
თუ იქნება შემოთავაზება, მერე ვიფიქრებ – შოთა მურღულია გუბერნატორად შესაძლო დანიშვნაზე
FaceBook
ქუთაისის ყოფილი მერი შოთა მურღულია,  იმერეთის გუბერნატორად შესაძლო დანიშვნაზე განმარტებას აკეთებას.
ქუთაისიპოსტთან საუბარში ის აცხადებს, რომ ამ დრომდე აღნიშნულ საკითხზე კონსულტაცია არ ჰქონია.

"ახლა საკმაოდ დატვირთული ვარ  და არც მიფიქრია მაგაზე სიმართლე რომ გითხრათ.  საერთაშორისო პროექტებში ვარ ჩართული და საკმაოდ  დაკავებული  ვარ.  არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა  და არც ვფიქრობ საჯარო სივრცეში  დაბრუნებაზე.  თუ იქნება შემოთავაზება,  მერე ვიფიქრებ დავთანმხდე თუ არა", –  განაცხადა  ქუთაისიპოსტთან საუბარში შოთა მურღულიამ.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ქალაქის ყოფილ მერს გუბერნატორობა შესთავაზეს. თუმცა, ჩვენივე ინფორმაციით, მურღულიამ მართველ გუნდს პირობა წაუყენა - აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნას დათანხმდება მხოლოდ მაშინ, როცა გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერი აღარ იქნება.

იმერეთის გუბერნატორის შავლეგო ტაბატაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გააკეთა.

ტაბატაძემ პოსტი 9 თვიანი მუშაობის შემდეგ დატოვა. ის შეიარაღებულ ძალებში დაბრუნდა.

შავლეგო ტაბატაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ქუთაისიპოსტი ორი თვის წინ წერდა. თუმცა, მაშინ გუბერნატორი ირწმუნებოდა,  რომ არასად წავლას არ გეგმავდა.


შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად 2018 წლის ზაფხულზე დაინიშნა.


ამავე თემაზე:


"ასე იყო საჭირო" - იმერეთის გუბერნატორი პოსტიდან წასვლაზე

იმერეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

იმერეთის გუბერნატორი შვებულებაშია – ტოვებს თუ არა თანამდებობას შავლეგო ტაბატაძე

„ყველაზე მეტად განვიცდი ქუთაისის მდგომარეობას“ – იმერეთის გუბერნატორი (ინტერვიუ)


Print