ახალი ამბები
"ასე იყო საჭირო" - იმერეთის გუბერნატორი პოსტიდან წასვლაზე
FaceBook
იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბტაძემ  თანამდებობიდან წასვლის შესახებ  პირველი კომენტარი ქუთაისიპოსტთან გააკეთა. მან პოსტის დატოვების შესახებ ვრცელი განმარტების გაკეთება არ ისურვა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ თავის პროფესიას უბრუნდება. 

" შევთანხმდი პრემიერთან და გადავდივარ თავდაცვაში. ასე იყო საჭირო", - განუცხადა შავლეგო ტაბატაძემ ქუთაისიპოსტს.

იმერეთის გუბერნატორის  მიერ პოსტის დატოვების შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გააკეთა. 

მან შავლეგო ტაბატაძეს  გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხდა, რომ იგი გამორჩეული ადამიანია მათ გუნდში.

შავლეგო ტაბატაძის დაკავებული პოსტიდან წასვლის შესახებ ქუთაისიპოსტი ორი თვის წინ წერდა. თუმცა, მაშინ ტაბატაძე ირწმუნებოდა,  რომ ის არასად წავლას არ გეგმავდა.

შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად 2018 წლის ზაფხულზე დაინიშნა.


ამავე თემაზე:



იმერეთის გუბერნატორი შვებულებაშია – ტოვებს თუ არა თანამდებობას შავლეგო ტაბატაძე

„ყველაზე მეტად განვიცდი ქუთაისის მდგომარეობას“ – იმერეთის გუბერნატორი (ინტერვიუ)




Print