პოლიტიკა
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეკონსტრუქციისთვის ტენდერი გამოცხადდა
FaceBook
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქუთაისში ისტორიული საცხოვრებელი უბნის, ე.წ. რიონისპირა სახლების სრული რეკონსტრუქციისთვის, ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. 
შესყიდვების სავარაუდო ღირებულება 944 000.00 ლარია.

ტენდერი ითვალისწინებს, ქუთაისში ისტორიული საცხოვრებელი უბნის სარეაბილიტაციოდ დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოებისათვის, საავტორო ზედამხედველობის გაწევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.

თავდაპირველად რეაბილიტაცია რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სახლებს შეეხება, შემდეგ კათოლიკურ უბანს და საბოლოო ჯამში მთელ ისტორიულ ნაწილს მოიცავს. 

ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია ქუთაისის მერიამ მიმდინარე წელს ყველაზე დიდ და პრიორიტეტულ პროექტად დაასახელა. შპს "ისტორიული ქუთაისის" წარმომადგენლის, რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის ერთ-ერთი ავტორის ლევან რეხვიაშვილის თქმით, პროექტი ითვალისწინებს სახლების რეკონსტრუქციას რიონის ორივე სანაპიროზე: ჯაჭვის, რუსთაველისა და წითელი ხიდების მიმდებარედ.



Print