პოლიტიკა
ზესტაფონსა და ჭიათურაში მერობისთვის 29 კანდიდატი იბრძოლებს
FaceBook

მერის რიგგარეშე  არჩევნებში  ზესტაფონსა და ჭიათურაში 29 კანდიდატია დარეგისტრირებული.

ზესტაფონში მერობისთვის 14 პარტიისა და ორი საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებული სულ 16 კანდიდატი იბრძოლებს.


მმართველმა პარტიამ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში  გიორგი გოგლიჩიძე წარადგინა, „გაერთიანებული ოპოზიციის“ სახელით კი ბაქარ ხიჯაკაძე  იბრძოლებს.

13 კანდიდატია დარეგისტრირებული ჭიათურაში. მმართველი გუნდის სახელით ჭიათურის მუნიციპალიტეტში მერის მოვალეობის შემსრულებელი  გივი მოდებაძე იბრძოლებს.  „გაერთიანებულ ოპოზიციას“ ჭიათურაში  მერობის კანდიდატი არ ჰყავს.


ჭიათურასა და ზესტაფონში რიგგარეშე არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ამ მუნიციპალიტეტების მერებმა პოსტები პირადი განცხადების საფუძველზე   დატოვეს.


მერობის რიგგარეშე არჩევნები სულ 5 მუნიციპალიტეტში ჩატარდება. კენჭისყრა 2019 წლის 19 მაისს გაიმართება.

Print