პოლიტიკა
პროკურატურამ ვანში ყოფილი საჯარო მოხელე და 5 ინდ.მეწარმე პასუხისგებაში მისცა
FaceBook
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ, ვანის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ყოფილი უფროსისა და 5 ინდ.მეწარმის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
გამოძიებამ დაადგინა, რომ შპს "ვანის საგზაო"-ს დირექტორმა და ოთხმა ინდ.მეწარმემ, რომლებმაც 2015 წელს ვანის მუნციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ შესყიდვებში გაიმარჯვეს, ყალბი ანგარიშსწორების დოკუმენტები გააფორმეს და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითურად დაეუფლნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს.

თავის მხრივ, სამსახურებრივი გულგრილობა გამოიჩინა ვანის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გ.ნ-მ, როემლმაც ინდ.მეწარმეებთან ანგარიშსწორება კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად არ მოახდინა.

გამოძიების ინფორმაციით, ვანის მუნიციპალიტეტი კანონდარღვევის შედეგად 46 875 ლარის ზიანი მიადგა.

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ გ.ა.-ს, ზ.დ.-ს, შ.ფ.-ს და ა.ა.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებითა და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, ხოლო ბ.გ.-ს მიმართ კი 180-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, ასევე 210-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება ყოფილ საჯარო მოხელეს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი.

Print