პოლიტიკა
ქუთაისში, ქალი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა
FaceBook
უბედური შემთხვევა მოხდა ქუთაისში. ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე კორპუსის მერვე სართულიდან ქალი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ქალი უსინათლო იყო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Print