პოლიტიკა
საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯი გაიხსნება
FaceBook
საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯის გახსნა იგეგმება, სადაც მსურველებს სასტუმრო, სარესტორნო და კულინარიული ბიზნესის პროფესიებს ასწავლიან.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოლეჯი ყოველწლიურად  2 000-მდე სპეციალისტს მოამზადებს.

,,საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასა და შპს “მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ ჯორჯია”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და მომსახურების სფეროს გაუმჯობესება 2015-2025 წლების ტურიზმის ეროვნულ სტრატეგიასთან შესაბამისობით," - აცხადებენ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, კოლეჯში სასწავლო კურსები ქართულ და ინგლისურ ენებზე გაიმართება. აშშ-ის სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის სასწავლო ინსტიტუტის (AHLEI) სერთიფიცირებული კურსებისა და ევროპის წამყვანი ტურიზმის სკოლების კურსების მიხედვით შემუშავდება სპეციალური სასწავლო პროგრამა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისყტრაციის ცნობით კოლეჯი სავარაუდოდ 2020 წლისთვის გაიხსნება. 




Print