პოლიტიკა
ქუთაისში, საბავშვო ბაღებისა და სკოლების ტერიტორიებზე ჰაერში ტყვიის შემცველობა გაზომეს
FaceBook
"გარემოს ეროვნულმა სააგენტომ" ოთხ ქალაქში, სკოლების და საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობი გაზომა.
სააგენტომ მონიტორინგი 10 -დან 15 აპრილის ჩათვლით ჩაატარა. ქუთაისში განხორციელებული გაზომვების შედეგებმა აჩვენა, რომ ჰაერში ჭარბი რაოდენობითაა აზოტის დიოქსიდის და მყარი ნაწილაკების კონცენტრაციები. ამასთანავე, სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერების რაოდენობის მაჩვენებელი ყოველდღიურად იცვლება.

კერძოდ, 10 აპრილს ჩატარებულმა გაზომვებმა აჩვენა, რომ ჰაერში მყარი ნაწილაკების რაოდენობამ ნორმას 2.1-ჯერ გადააჭარბა, 12 აპრილს 1.5-ჯერ, ხოლო, 14 აპრილს 1.4-ჯერ.

"გარემოს ეროვნული სააგენტო" ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობის მონიტორინგს პერიოდულად ახორციელებს.

Print