პოლიტიკა
ოპოზიციურმა პარტიებმა "მომავლის ჭიათურა"-ს მერობის დამოუკიდებელ კანდიდატი წარადგინეს
FaceBook
მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონი, მოუგვარებელი ინფრასტრუქტურული საკითხები, კორუფცია, ნეპოტიზმი - ამ პრობლემზე ისაუბრა მოსახლეობასთან ჭიათურის მერობის კანდიდატმა დავით ჭუმბურიძემ. მერის შუალედურ არჩევნებში, პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა ჭიათურაში, ორგანიზაცია "მომავლის ჭიათურა"-ს დამოუკიდებელ კანდიდატი
დავით ჭუმბურიძე წარადგინეს. დავით ჭუმბურიძეს მხარს უჭერენ პარტიები: "ევროპული საქართველო", "თავისუფალი დემოკრატები" და "შენების მოძრაობა".

შეხვედრაზე ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ქვეყანაში გაზრდილ სიღარიბეზე, უმუშევრობასა და კრიმინალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თითოეული არჩევნები ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის უნდა იქნას გამოყენებული.

შუალედრუ არჩევნები მაისში გაიმართება.


Print