პოლიტიკა
იმერეთის გუბერნატორი შვებულებაშია – ტოვებს თუ არა თანამდებობას შავლეგო ტაბატაძე
FaceBook
იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე ათი დღეა შვებულებაში იმყოფება.

შესაბამისი განცხადება მან 25 მარტს დაწერა. შვებულების ვადა 25 აპრილამდეა განსაზღვრული.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ერთთვიანი შვებულების შემდეგ, შავლეგო ტაბატაძე, შესაძლოა, თანამდებობაზე აღარ დაბრუნდეს.

იმერეთის გუბერნატორის პოსტის შესაძლო დატოვებას უარყოფს თავად შავლეგო ტაბატაძე. ქუთაისიპოსტთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ შვებულებაში გასვლა პირად საკითხებს უკავშირდება.

"მცდარი ინფორმაცია გაქვთ (თანადებობის დატოვებაზე). შვებულებაში ვიმყოფები პირად საკითხებზე," - აცხადებს შავლეგო ტაბატაძე.

აღსაღნიშნავია, რომ იმერეთის გუბერნატორის თანამდებობიდან წავლის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა. ერთ–ერთი ვერსიით, შავლეგო ტაბატაძე შეიარაღებულ ძალებში ბრუნდება.

"წლები ვიმსახურე საქართველოს შეიარღებულ ძალებში და ამიტომ, ვფიქრობ, რომ იქ გავიზარდე და იქ ჩამოვყალიბდი როგორც ჯარიკაცად, ბოლოს გენერლის წოდებით წამოვედი. მაგრამ, დღეს ვარ საჯარო სივრცეში. ეს ჩემი პირველი ნაბიჯებია ამ კუთხით, სადაც ქვეყანას დაჭირდება და ამის შესახებ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, იქ გავაგრძლებ შემდგომ სამსახურს", – განმარტა ორი კვირის წინ ქუთაისიპოსტთან ინტერვიუს დროს შავლეგო ტაბატაძემ.

შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად 2018 წლის ზაფხულზე დაინიშნა.




Print