პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ ზესტაფონსა და ჭიათურაში მერობის კანდიდატები დაასახელა
FaceBook
მმართველმა გუნდმა შუალედურ არჩევნებში ზესტაფონსა და ჭიათურაში მერობის კანდიდატები დაასახელა.
ზესტაფონში მერობისთვის გიორგი გოგლიჩიძე იბრძოლებს, რომელიც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ზესტაფონის მერობის კანდიდატი იყო. ასევე,  ის ხელმძღვანლობდა  ზესტაფონში ყოფილი მერის, კახაბერ მახათაძის 
წინააღმდეგ გამართულ აქციებს.

ჭიათურაში "ქართული ოცნების" კანდიდატი ამავე მუნიციპალიტეტის  მერის მოვალეობის შესმრულებელი,  გივი მოდებაძე იქნება.

კანდიდატები პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა  პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე  დაასახელა.

ზესტაფონის მერმა, კახაბერ მახათაძემ პოსტი მიმდინარე წლის თებერვალში, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

პირადი განცხადებით დატოვა მერის თანამდებობა ჭიათურის მერმაც, პაატა ნადირაძემაც.
Print