პოლიტიკა
ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქუთაისში ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს
FaceBook
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ქუთაისში ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ისინი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვენ. ინიციატივას მხარი ახალმა მემარჯვენეებმა, ეროვნულმა მოძრაობამ, თავისუფალმა საქართველომ, ედპ მ, კანონი და სამართალმა და ევროპულმა დემოკრატებმა დაუჭირეს.
საინიციატივო ჯგუფმა მოუწოდა მოქალაქეებს აქტიურობისაკენ,ხელმოწერების შეგროვება მოხდება სხვადადხვა ფორმით:კარდაკარ სიარულით,საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ასევე ოფისებში.დაგეგმილია ერთი მილიონი ხელმოწერის შეგროვება.

,,ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმა რომელიც გამოიწვევს რეფორმებს სხვადასხვამიმართულებით. ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. ჩვენი აქტივისტები კარდაკარ ივლიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მოსახლეობამ უნდა იპასიუროს.
მოვუწოდებთ ხალხს, მიაკითხონ ადგილობრივ ოფისებს, ხწლმოწერების შესაგროვებლად", -  განაცხადა "ახალი მემარჯვენეების" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ივანე კაპანაძემ. 

,,დღეს საქართველოში, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა საპარლამენტო სისტემასთან დაკავშირებით ეროვნული კონსესუსი არსებობს. მოსახლეობისთვის მიუღებელია ის დრომოჭმული სისტემა, რომელიც ვერ პასუხობს ჩვენი ხალხის მოთხოვნებს. ყველას ვისაც მიაჩნია რომ პროპორციული სისტემა შესაცვლელია შემოგვიერთდეს, ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, ეს ნიშნავს პარლამენტის უკან დაბრუნებას", -  "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელმა  გიორგი თევდორაძემ



ავტორი: ლილე ბერაძე


Print