პოლიტიკა
"მე ვარ ხალხის არჩეული მერი" – გიორგი ჭიღვარია დაკავებული თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნაზე
FaceBook
ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მოთოხვნას, რომ ის გადადგეს თანამდებობიდან ეხმიანება.
"მე ვარ ხალხის მიერ არჩეული მერი, ჩვენ ვასრულებთ მოსახლეობის დაკვეთას, ქუთაისი უნდა იყოს ერთ-ერთი წარმატებული ქალაქი , ჩვენ სწორი გზით მივდივართ, ისინი ხედავენ ამას და რელურად არ აწყობთ, რადგან მათ არ ტკივათ ჩვენი ქალაქი.

ჩვენ 2018 წელს 141 ობიექტი დავასრულეთ, შემოდგომაზე კიდევ წამოვიღეთ რეგიონული განვითარების ფონდიდან დამატებითი თანხა, ახლა მიმდინარეობს სამი ქუჩის რეაბილიტაცია და მოსახლეობასთან ერთად აქტიურად ჩართული ვართ პროცესში, სმაივე პროექტი წარმატებულად მიმდინარეობს. 2019 წელს გვაქვს სერიოზული გეგმები, 5 800 000 ლარი უკვე ტენდერზე არის გასული,

ასევე დავძარით ისეთი მასშტაბური საკითხები როგორიცაა რიონის სანაპიროს განვითარება, გალერიის რეაბილიტაცია, მიმდინარეობს ცენტრალური სკვერის პროექტირება, ჩვენ გვექნება ორი ვარიანტი რომელსაც შევთავაზებთ მოსახლეობას და მოსახლეობა როგორც აირჩევს იმის მიხედვიტ გავაკეთებთ. ასე რომ ჩვენ ძალიან მალე გვექნება წარმატებული ქალაქი", – აცხადებს გიორგი ჭიღვარია. 

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას გადადგომა "ნაციონალური მოძრაობის", "ლეიბორისტული პარტიის" და "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოითოხვეს. მათი თქმით, გიორგი ჭიღვარია ვერ ართმევს თავს დაკისრებულ ვალდებულებებს.






Print