პოლიტიკა
"მერის ამგვარი შეურაცხყოფით ღირსებას ვულახავთ ჩვენს ქალაქს" – ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
FaceBook
ქუთაისის ოპოზიციური პარტიების  მოთხოვნას, გადადგეს ქუთაისი მერი, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი შენგელია ეხმაურება.
"ოპოზიციის წევრებს, ჩემს კოლეგებს მინდა შევახსენო, რომ მერის უფლებამოსილებას, მათ შორის საქმიანობის შეჩერება, რეგულირდება თვითმმართველობის კოდექსით. იმპიჩმენტის გამოცხადება ბრიფინგით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, არ ხდება. ერთია აკრიტიკებდე განხორციელებულ საქმიანობას, პროექტებს და მეორე აკეთებდე ხმაურიან განცხადებებს, რომელსაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა შეუძლია. ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი მიზანი - გიორგი ჭიღვარიას მიზანმიმართული დისკრედიტაცია.

ცუდია, ვერ ვხვდებით, მერის ამგვარი შეურაცხყოფით ღირსებას ვულახავთ ჩვენს ქალაქს. ქუთაისის წინაშე მდგომ გამოწვევებს სჭირდება პოზიცია - ოპოზიციის ერთობლივი მუშაობა. ოპოზიციის პასუხისმგებლობაც არის ის პროექტები, რომელთან დაკაშირებითაც ბრიფინგებს მართავენ.

ჩვენი ქალაქის მერს ვუსურვებ ნაყოფიერ წლებს, მის მიერ საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე აღებული ანგარიშვალდებულების ვადების ფარგლებში შესრულებას", -  განმარტავს ირაკლი შენგელია. 

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას გადადგომა "ნაციონალური მოძრაობის", "ლეიბორისტული პარტიის" და "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოითოხვეს. მათი თქმით, გიორგი ჭიღვარია ვერ ართმევს თავს დაკისრებულ ვალდებულებებს.

თავად, ქალაქის მერის განმარტებით, კი ის არის ხალხის არჩეული პირი და ქალაქის სასიკეთო სერიოზულ პროექტები აქვთ დაგეგმილი.






Print