პოლიტიკა
ვანის მუნიციპალიტეტს გერბი და დროშა ისევ არა აქვს
FaceBook
ვანის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია საქართველოში რამდენიმე მუნიციპალიტეტთან ერთად, რომელსაც საკუთარი გერბი და დროშა არა აქვს.

მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ჰერალდიკის საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
"ამ საკითხებზე საკრებულო მუშაობს. კონკურსში ერთხელ გამოვლინდა გამარჯვებული, თუმცა ის რაც წარმოადგინეს არ იყო მოწონებული. ისევ გამოცხადდა კონკურსი. ახლა რაც წამროადგინეს მოგვეწონა. შესაბამის სამსახურთან ხდება მუშაობა და მალე ვანის რაიონს ექნება გერბი და დროშა", - აღნიშნა ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ხურციძემ.
მუნიციპალიტეტებისთვის საკუთარი გერბისა და დროშის შექმნა სავალდებულო 4 წლის წინ გახდა.
სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილ ჰერალდიკურ ნიშნებს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭო ამტკიცებს.

Print