პოლიტიკა
გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს
FaceBook
ამ წუთებში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაერთიანებული ოპოზიციის შეკრება მიმდინარეობს, სადაც გრიგოლ ვაშაძე სიტყვით გამოდის.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს არ სცნობენ და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

"მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. მოვითხოვთ რომ არჩევნები ჩატარდეს პროპორციული ან პროპორციულ – რეგიონალური პრინციპით. ჩვენ ვიყავით ვართ და დავრჩებით საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში," – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ვადამდელ არჩევნებში  ცესკოს შემადგენლობა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით და უცხოელი ექსპერტებით უნდა დაკომლექტდეს.

გრიგოლ ვაშაძემ კვირას მშვიდობიანი მანიფესტაციაც დააანონსა.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ აჩრევნების მეორე ტურში ცესკოს მონაცემებით 40,48 % მიიღო.



Print