პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე – "ვისი მობილიზაციაც ხელისუფლებას შეეძლო, ყველას მობილიზაცია მოხდა"
FaceBook
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადებისა შემდეგ თქვა, რომ ხელისუფლებამ ყველას მოისყიდა და საქმეში კრიმინალები, კორუფციონერები, ნარკომანები ჩართო.
"ვისი მობილიზაციაც ხელისუფლებას შეეძლო, ყველას მობილიზაცია მოხდა"17:00 საათის მდგომარეობით, 756 ათასი ხმა მიიღო გაერთიანებულმა ოპოზიციამ და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ორ შედეგს მივაღწიეთ უკვე, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები. პირველი არის ის, რომ გაერთიანებული ოპოზიცია შედგა. ეს არის მძლავრი ძალა. ჩვენ დაშლას არ ვაპირებთ და ყველაფერი ახლა იწყება. ამ არჩევნებით, ე.წ. ქურდულმა ოცნებამ დაკარგა ლეგიტიმაციის ბოლო ნიშანი. აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს, რა უსულო საგანს შეიტანენ ისინი პრეზიდენტის სასახლეში. ამ ხელისუფლების საქმე დამთავრებულია, რადგან ასეთი სირცხვილი, რაც შეეხება დემოკრატიულ არჩევნებს, საქართველოს არ უნახავს", - განაცხადა ვაშაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობა" დაშლას არ აპირებს და ყველაფერი ახლა იწყება.


Print