პოლიტიკა
შსს ქუთაისში ტაქსის მძღოლზე განხორციელებული მუქარის ფაქტს არ ადასტურებს
FaceBook
საქართველოს შინაგან საქემთა სამინისტრო ქუთაისში ტაქსის მძღოლზე პოლიტიკური მოტივით განხორციელებული მუქარის ფაქტს არ ადასტურებს.

შსს-ს პრესცენტრის ცნობით, იმერეთის სამხარეო პოლიციაში გამოიკითხეს ყველა პირი, ვინც მუქარის ფაქტთან იყო დაკავშირებული.

"პარტია "ევროპული საქართველოს" ვანის ორგანიზაციის თავმჯდომარე კობა ძაგნიძე, მისი ბიძა და სხვა პირები გამოკითხულია. ისინი  პოლიტიკური მოტივით, ან რაიმე სხვა ტიპის მუქარის ფაქტებს უარყოფენ," – აცხადებს შს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო ცხადაძე. 

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ამტკიცებდენ, რომ ქუთაისში ტაქსის მძღოლს უცნობი პირი ჩაუჯდა და პოლიტიკური მოტივით დაემუქრა. ამის თაობაზე "ქუთაისიპოსტს" თავად "ევროპული საქართველოს" ვანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კობა ძაგნიძე ესაუბრა.

ძაგნიძის ინფორამციით, უცნობი პირი მის ბიძას, რომელიც ოპოზიციის მხარდამჭერია, ოჯახისთვის პრობლემების შექმნით დაემუქრა. 

ტაქსის მძღოლის დაშინების შემთხვევაზე საუბრობდა "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძეც.

ამავე თემაზე: 

ქუთაისში ტაქსის მძღოლზე პოლიტიკური მოტივით მუქარაზე საუბრობენ

Print