პოლიტიკა
იმერეთის გუბერნატორი – შეიარაღებული ძალების პოლიტიზირების უფლება არ აქვს არც ერთ პოლიტიკურ ძალას
FaceBook
იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე მერიის შენობის  წინ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.  

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაკეთებული განცხადება, რომ  2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე სამხედრო მოსამსახურე პირები ჰააგის სასამართლოს წინაშე წარსდგებიან, ეს არის მტკნარი სიცრუე. პირადად ჩემთვის როგორც ამ ომში მონაწილე ვეტერანისთვის და გენერლისთვის არის შეურაცხმყოფელი. ჰააგის სასამართლოს წინაშე წარსდეგებიან ის ოკუპანტები და დივერსანტები, რომლებმაც ამ პერიოდში მოახდინეს ეთნიკური წმენდა.

მოახდინეს ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და დივერსიული აქტები. შეიარაღებული ძალების პოლიტიზირების და პოლიტიკურად გამოყენების უფლება არ აქვს არც ერთ პოლიტიკურ ძალას. ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალები არის ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი გარანტი, " –  განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.
Print