პოლიტიკა
"მეორე ტურის წინ "ოცნებამ" ძველი გვარდია აამუშავა" – "ევროპა ჩვენი სახლია"
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას წარმომადგენლები"  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქალაქის ყოფილი მერის შოთა მურღულიას ჩართვას ეხმიანებიან.
"მეორე ტურის წინ "ოცნებამ" ძველი გვარდია აამუშავა და ქუთაისში ოდნავ გადავიწყებულმა ჭირმაც შეგვახსენა თავი. შოთა მურღულიას მოუწადინებია ყოფილი თანაგუნდელებისთვის ერთგულების მტკიცება და შტაბი გაუხსნია ზურაბიშილის მხარდასაჭერად.
რა დარჩა ქუთაისს მურღულიას მმართველობისგან?
გადათხრილი ქალაქი და გაუბედურებული ინფრასტრუქტურა.
წყალმომარაგების ჩავარდნილი პროექტი.
გაზრდილი ბიუროკრატია.
დაწყებული და დაუსრულებელი სამუშაოები.
თამარ მეფის რეაბილიტირებული ქუჩა, რომელიც წვიმაში ვერც წყალს ატარებს და გზის საფარიც უკვე დაზიანებულია.
გელათის, ყაზბეგის, სოლომონ პირველის ქუჩებზე უხარისხოდ დაგებული ქვაფენილი.
კაფე-ბარ-ბოსელი "არგო", რომელიც თავგასული ბიუროკრატების უტიფრობის კაშკაშა მაგალითია.
რეაბილიტირებული რუსთაველის ხიდი, რომელზეც ახლიდან ცხადდება ტენდერი...

დარჩა გაპარტახებული, დაცლის პირას მყოფი ეკონომიკურად დეპრესიული ქალაქი და კითხვები, რომლებიც დარჩენილ მოსახლეობას აქვს", - აცხადებენ "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლები. 

გია გოქაძის თქმით, ასათიანის ქუჩის ეპიზოდის გამო შოთა მურღულიას უნდა მორიდებოდა საჯარო აქტივოებებს.

"რა პასუხი აქვს მხოლოდ სანიაღვრე სისტემის მოწყობაში გადახდილ 315 000 ლარზე, რომელიც ჰაერშია გაბნეული, რა პასუხი აქვს იმაზე, რომ წლების მანძილზე ამ ქუჩაზე გადაადგილებაა საფრთხის შემცველი და იმაზე, რომ მილიონ ნახევარი ზემოდან გვიჯდება ოდესღაც დაწყებული ქუჩის ახლიდან გაკეთება?! რა პასუხები აქვს იმ საქმებში არსებულ კითხვებზე, რაც პროკურატურას მტვერიან თაროებზე აქვს შემოდებული?!

არის კი ლოგიკა ზურაბიშილის სასარგებლოდ მის გააქტიურებაში?
არის, რამდენადაც ქალბატონი ზურაბიშვილის მიდგომებსა და პოზიციებს რუსეთის მიმართ ყოვლთვის იზიარებდა მურღულია.

ეს კაცი თავს დიდაქტიკის და სხვისთვის ჭკუის სწავლების უფლებას აძლევს იმ ქალაქში, სადაც ყველა დროის ყველაზე ცუდი მერობა მოახერხა და საპარლამენტო ქალაქის სტატუსის მოსახსნელად მუხლჩაუხრელად მოქმედებდა", - ამბობს "ევროპა ჩვენი სახლიას წარმომადგენელი" გია გოქაძე.
Print