ახალი ამბები
ზესტაფონში საკადრო ცვლილებები დაიწყო - ვიცე-მერმა თანამდებობა დატოვა
FaceBook
ზესტაფონის მერის მოადგილემ ბესიკ ლეონიძემ ორი საათის წინ თანამდებობა დატოვა. პარალელურად, მის ადგილზე ახალი ვიცე-მერი დაინიშნა. 


ლეონიძე ფეროშენადნობთა ქარხნის თანმაშრომელმა, ელგუჯა კვეტენაძემ ჩაანაცვლა.

ბესიკ ლეონიძემ გადაგომის თაობაზე განცხადება თავად დაწერა. თუმცა, ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, მან ეს "დავალება" ცენტრიდან მიიღო. 

თანანამდებობა, ასევე, შესაძლოა დატოვოს ზესტაფონის მერმა კახაბერ მახათაძემაც. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მერის მოვალეობას ახლადდანიშნული ვიცე-მერი შეასრულებს. 

კახაბერ მახათაზე ზესტაფონის არჩეული მერი გახლავთ. ის ამ დროისთვის, თანამდებობიდან წასულ და ახლადანიშნულ ვიცე-მერების მსგავსად, ზესტაფონში არ იმყოფება. მათ პოზიციას, დაკავშირებისთანავე შემოგთავაზებთ. 

ზესტაფონის მერის კახაბერ მახათაძის თანამდებობიდან  შესაძლო წასვლაზე  მერიის ადმინსტრაციული სამსახურის უფროსი ეკა დუგლაძე ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

"მაგრამ თუკი ქალაქის მერი წავა, ჩვენც წავალთ", –  ამბობს ეკა დუგლაძე.

ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები18 სექტემბერს მიმდინარეობდა. თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა მჯდომარე აქცია გამართეს, მოგვიანებით კი მერიის შენობაში შევიდნენ და მერის მისაღები დაიკავეს.

მოშიმშილეები კახაბერ მახათაძეს კორუფციასა და სხვადასხვა კომპანიებში ბიზნესწილების ფლობაში ადანაშაულებენ. 

კახაბერ მახათაძე მერად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად "ქართული ოცნების"  კვოტით აირჩიეს. თუმცა, მას ზეტაფონის პირველი პირის პოზიცია მანამდეც ეჭირა.


მავე თემაზე:

ზესტაფონის მერმა, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს

,,დაისაჯოს კანონდამრღვევი კორუმპირებული მერი" - ხმაური ზესტაფონის მერიაში

"თანამდებობიდან გადადგეს კორუმპირებული მერი" - აქციის მერვე დღე ზესტაფონში

"ვერ ვსარგებლობთ მერის კაბინეტით, ვერ ვიყენებთ ბეჭედს" - ზესტაფონში მერს კაბინეტში არ უშვებენ


Print