პოლიტიკა
ღარიბაშვილი - თუ საოკუპაციო ზოლთან პროვოკაცია განმეორდება, ღირსნი არიან პანჩურით გამოყარონ
FaceBook
"მე ვნახე სააკაშვილის დროინდელი სადისტი, ბიბლიოთეკის გამგე, ვიღაც ბარნოვი ჩასული. ჩავიდა და შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს. მე მოვუწოდებ პოლიციას კიდევ ერთხელ, დაიცავით კანონი"


ქუთაისში, დღეს ვიზიტად მყოფი პრემიერ-მინიტრი ირაკლი ღარიბაშვილი გორის რაიონში ეგრეთ წოდებული საზღვარის გადმოწევის ფაქტს გამოეხმაურა. ღარიბაშვილის განცხადებით, ის რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა იყო პროვოკაცია.
"საზღვრები არის დაწესებული  და მსოფლიოს მიერ აღიარებული. ეს არის რეალობა, რომელიც ვერ შეიცვლება ვერასოდეს. შეიძლება აქ საუბარი იყოს მხოლოდ რამდენიმე წელიწადზე, მაგრამ ეს ისტორიული სამართლიანობა აუცილებლად აღდგება. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ტერიტორიებს და შევალთ აფხაზეთსა და ოსეთში და მათთან ერთად ვიცხოვრებთ. ეს არის კანონზომირება, რომელსაც ყველა უნდა დაემორჩილოს. ამას კონსტრუქციული მშვიდობით აუცილებლად მივაღწევთ. რაც შეეხება ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებს, ეს იყო პირდაპირი პროვოკაცია და სამწუხაროდ, გარკვეულმა ჯგუფებმაც ამას პროვოკაციითვე უპასუხეს. ეს არის ძალიან საფრთხილო საქმე და ჩვენ, სახელმწიფო არ დავუშვებთ არანაირ პროვოკაციას. არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარედან მომდინარეს. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი. მე ვნახე სააკაშვილის დროინდელი სადისტი, ბიბლიოთეკის გამგე, ვიღაც ბარნოვი ჩასული. ჩავიდა და შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს. მე მოვუწოდებ პოლიციას კიდევ ერთხელ, დაიცავით კანონი. ასეთი ტიპის პროვოკაციები დაუყონებლივ უნდა აღკვეთოთ. თუ ასეთი სახის პროვოკაცია განმეორდება ღირსნი არიან პანჩურით გამოყარონ", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

თეკლე მორგოშია
Print