ახალი ამბები
,,ძალა ერთობაშია" მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიის სახელმიწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემას აპროტესტებს
FaceBook
გაერთიანებული ოპოზიცია,  ქუთაისში, მუზეუმის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიის,  ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემას აპროტესტებს.
,,ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელი გიგა შუშანია ამბობს, რომ ქუთაისის მერია,  184კმ. მიწის ნაკვეთის, რომლის შეძენასაც ბიზნესმენი თემურ ჭყონია უკვე ერთი წელია ცდილობს, სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემას გეგმავს, რათა სამინისტრომ შემდგომ ეს ტერიტორია ჭყონიას მიყიდოს.

გიგა შუშანიას თქმით, ქუთაისის მერიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ფონდში კოკა-კოლას დირექტორმა 50 000 ლარი გადარიცხა.

"ეს არის პოლიტიკური კორუფცია.  ყველამ ვიცით, რომ თემურ ჭყონია უკვე ერთი წელია ითხოვს ამ ტერიტორიას.  საკითხი მას შემდეგ დაიძრა, რაც სალომე ზურაბიშვილის ფონდში მან 50 000 ლარი გადარიცხა. ქუთაისის  მერიამ კი მეორე დღესვე გადაწყვიტა ფორსირებულად გაეტანა ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე. "ქართული ოცნება"  აგრძელებს სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდის შევსებას პოლიტიკური კორუფციის გზით,- "განაცხადა გიგა შუშანიამ.

ქუთაისის საკრებულოში 19 სექტემბერს რიგგარეშე სხდომა უკვე ჩაინიშნა, სადაც ერთადერთი განსახილველი საკითხი ეკონომიკის სამინისტროსთვის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიის პირდაპირი წესით გადაცემაა.

თემურ ჭყონია,  ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე,  მუზეუმის ყოფილი შენობის ადგილზე, რომელიც ახლა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, "ქორთიარდ მარიოტის" ბრენდის სასტუმროს აშენებას გეგმავს. გარდა შენობის შეძენისა, ჭყონია მოლაპრაკებებს აწარმოებდა მის მიმდებარედ არსებული 184 კვ.მ მიწის ნაკვეთის მიყიდვაზეც, რომელიც ამ დრომდე ქალაქის საკუთრებაა.
ტერიტორიების სანაცვლოდ ჭყონია 300 000 ლარის გადახდას გეგმავდა.


თემურ ჭყონიას ახალი გეგმები ქუთაისში, ნახეთ აქ.

Print