პოლიტიკა
ქუთაისში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრას ადგილობრივი ჩინოვნიკები ესწრებოდნენ
FaceBook
12 სექტემბერს, ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო
კამპანია ოფიციალურად გახსნა.
საარჩევნო პროგრამის წარდგენას "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახი კალაძეც დაესწრო.

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პროგრამის წარდგენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. თუ რა ხდებოდა მესხიშვილის თეატრთან ახეთ აქ.

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო პროგრამის წარდგენას, სამუშაო საათების მიუხედავად, იმერეთის გუბერნატორი, ქუთაისის მერი, საკრებულოს დეპუტატები, მერიის ააიპ ორგანიზაციების წარმომადგნელები, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები და ი. ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.


საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები ამირან კოპალეიშვილი და მარეხი რიჟარაძე


იმერეთის გუბერნატორი შავლეგ ტაბატაძე და პარლამენტის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი

სალომე ზურაბიშვილის გამოსლის შემდეგ სიტყვით საკრებულოს უმრავლესობის წევრი დეპუტატი მაია სიმონიძე წარსდგა, რომელმაც ამომრჩევლებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

ადგილობრივ თვითმმართვლობაში განმარტავენ, რომ საარჩევნო კოდექსი თანამდებობის პირებს ასეთ შეხვედრებზე დასწრებას არ უზღუდავას, რაც შეეხება  ააიპების თანამშრომლებს, რომლებსაც ამავე საარჩევნო კოდექსით ეკრძალებათ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, მერიაში განმარტავენ: 

"ისინი შვებულებაში იქნებოდნენ".  

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  ქუთაისის ფილიალში განმარტავენ, რომ ისინი საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას აკვირდებიან.

"შეხვედრას ჩვენი იურისტებიც ესწრებოდნენ, საკითხის შესწავლის შემდეგ გავაკეთებთ  განცხადებას ჰქონდა თუ არა ადგილი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას", - ამბობს საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე ზაალ გორგიძე. 

ამავე თემაზე:

ქუთაისში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრას ადგილობრივი ჩინოვნიკები ესწრებოდნენ

Print