პოლიტიკა
9 სექტემბერს გაირკვევა, ვის დაუჭერს მხარს "ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებში
FaceBook
დღეს, 9 სექტემბერს გაირკვევა, თუ ვის დაუჭერს მხარს ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებში. პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს გაიმართება.

შეხვედრა 17:00 საათზეა დანიშნული. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არჩევანის გაკეთების შემდეგ, "ქართული ოცნება" მოუწოდებს შემომწირველებს, დამოუკიდებელი კანდიდატის ფონდში ჩარიცხონ თანხები. ირაკლი კობახიძე ამბობს იმასაც, რომ ამ არჩევნებში მეორე ტური მოსალოდნელი არ არის.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას სახელზე ცესკოში 46 განაცხადი შევიდა. მათგან 26 საინიციატივო ჯგუფის, ხოლო 20 პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატია. 8 სექტემბერს ცესკოში პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის ვადა ამოიწურა.

კანდიდატად რეგისტრაციის მსურველებმა 10 დღის ვადაში საარჩევნო ადმინისტრაციაში მხარდამჭერთა ხელმოწერები უნდა წარადგინონ. ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადა 18 სექტემბერია, ხოლო რეგისტრაცია 28 სექტემბერს დასრულდება.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება. 

imedinews.ge

Print