პოლიტიკა
ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ - ქუთაისში საპროტესტო აქციები გრძელდება (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისსა და თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა.
აქციის მონაწილენი კონკრეტულ შემთხვევას, ქუთაისელი ლევან აბზიანიძის საეჭვო გარემოებებში დაღუპვას, სახელმწიფო ნარკოპოლიტიკას  და ქუჩის ნარკოტესტირების მავნე პრაქტიკას აპროტესტებენ. ისინი ხელისუფლებას კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებენ. ქუთაისში აქციის მონაწილეებმა სახელოსნო პრაქსისის, რუბიკონის წარმომადგენლებმა და მოქალაქე აქტივისტებმა მცირე ინტერვენცია მოაწყვეს. პრობლემაზე ყურადღების მიპყრობის მიზნით მათ მერიის წინ რამდენიმე წუთით გზა გადაკეტეს.
"... არსებული ნარკოპოლიტიკა შობს მკვლელებს და მოკლულებს, ჯალათს და მსხვერპლს. არსებული ნარკოპოლიტიკა, წლების მანძილზე, იქცა მოქალაქეების დამცირების, ჩაგვრის, მათგან და მათი ოჯახებისგან ფულის გამოძალვის მექანიზმად. ეს პოლიტიკა მოქალაქეებს იმეტებს მრავალწლიანი იზოლაციისთვის, მარგინალიზაციისთვის, სიკვდილისთვის.
პოლიცია სამართლალშემნარჩუნებელი ორგანოა, თუმცა უხილავად - სამართალდამდგენი. სამართლის ამგვარი დადგენა უმეტესად ადამიანებზე ძალადობით მოქმედებს"- მიაჩნიათ აქციის მონაწილეებს ქუთაისსა და თბილისში.
აღნიშნულ საკითხზე ქუთაისში ერთი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა აქციები სახელწოდებით-  ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ - პრაქსისის სახელოსნოს ორგანიზებით.
(ვიდეო მოგვაწოდეს აქციის მონაწილეებმა). 

Print