პოლიტიკა
იმერეთის ახალი გუბერნატორი სამხარეო ადმინისტრაციაში მივიდა
FaceBook
იმერეთის გუბერნატორი შავლეგ ტაბატაძე პირველ სამუშაო დღეს სამხარეო ადმინისტრაციაში მივიდა.
ახალი გუბერნატორის წარდგენას ქუთაისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებიც დაესწრნენ. 

გუბერნატორი თანამშრომლებსა და იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებს რეგიონული განვითარების  სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა წარუდგინა.

"თავიდან მან ეს წინადადება მიიღო როგორც ჯარისკაცმა, შემდგ კი მივხვდი რომ მართლაც იყო მოტივირებული," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მოტივაციასა და გამოცდილებაზე ისაუბრა თავად ახალმა გუბერნატორმა. 

"მე ძალიან დიდი გამოცდილება დამიგროვდა და ამ გამოცდილებას მოვახმარ ამ საქმეს. ხვალ გაიგებთ რომელი მინიციპალიტეტიდან დავიწყებ შეხვედრებს, "-განაცხადა  შავლეგ ტაბატაძემ.

იმერეთის გუბერნატორის მოვალეობას, მიმდინარე წლის 23 მარტიდან ამ დრომდე, ვიცე-გუბერნატორი, გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებდა. ეს პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილი რწმუნებული, გივი ჭიჭინაძე ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარად აირჩიეს.

უცნობია შეეხება თუ არა ცვლილება იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას.  ჯერჯერობით პოსტებზე რჩებიან  მისი მოადგილეები - იოსებ ხახალეიშვილი და გრიგოლ დალაქიშვილი.

ამავე თემაზე: 

„საკადრო ცვლილებებს რაც შეეხება, ამისგან ჯერ თავს შევიკავებ“- იმერეთის ახალი გუბერნატორი
იმერეთის გუბერნატორად შავლეგ ტაბატაძე დაინიშნა
Print