საზოგადოება
ცაგერში მოსახლეობამ შიმშილობა დაიწყო - აქცია ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ
FaceBook
ხუთი ადამიანი შიმშილობს ცაგერში, სადაც მცირე ჰესის ,,ხელედულა 3" -ის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

სოფელ ბარდნალაში მოსახლეობას კარვები აქვს გაშლილი. ამ ფორმით ლენტეხის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა რეგიონში ტექნიკის შემოყვანა გააპროტესტეს.

სოფელ წანაშის მოსახლეობა ამბობს, რომ კომპანიას მშენებლობის დაწყების უფლებას არ მისცემენ.

,,არა სვანეთის დაცლას", "გულგრილობა დანაშაულია", "ვითხოვთ უსაფრთხო გარემოს" - ესაა აქციის მონაწილეთა მოთხოვნები.

ადგილობრივები შიშობენ, რომ ჰესის მშენებლობა ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს, განადგურდება უნიკალური ჯიშის კალმახი და დაზიანდება სახლები, შლამით დაიფარება ხეობა, დაიკარგება სასმელი წყალი.

მოსახლეობა ამბობს, რომ არცერთ პირობას არ დათანხმდება. ადგილობრივები ჰესის პროექტის გაუქმებას და ცაგერის რაიონიდან ტექნიკის გაყვანას ითხოვენ.

Print