პოლიტიკა
"ევროპულმა საქართველომ" პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე წარადგინა
FaceBook
პოლიტიკურმა პარტიამ "ევროპულმა საქართველომ" პრეზიდენტობის კანდიდატად  დავით ბაქარაძე დაასახელა. წარდგენა ქუთაისში, სპორტის სასახლეში შედგა.
საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენაზე პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ. 

"ევროპული საქართველო" პირდაპირი და გადატანით მნიშვნელობით არის ერთადერთი შანსი საქართველოსთვის", - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ. 

"დიდი მადლობა ყველას ამ იმედისთვის, რწმენისთვის, რომ ყველა ერთად ვდგავართ საქართველოს ხვალინდელი დღის ბრძოლისთვის. ბრძოლას აქვს აზრი, ამიტომ მე დღეს ვაცხადებ, რომ  ჩემი ამოცანა კონკრეტული ადამიანების ან უფრო მეტი  კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დამარცხება კი არ იქნება, ჩემი ამოცანა იქნება დავამარცხოთ უიმედობა, დავარცხოთ გაჭირვება, დავამარცხოთ კითხვა -" არაფერი გვეშვლება", - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქარაძემ.  

პრეზიდენტობის კანდიდატი უკვე დაასახელა ათმა ოპოზიციურმა პარტიამ. მათი სახელით პრეზიდენტობისთვის გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებს.

კანდიდატის დასახელებას ჯერჯერობით არ ჩქრობს მმართველი გუნდი.

კონსტიტუციის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.

ამავე თემაზე: 

10-მა ოპოზიციურმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა

Print