ჭიათურაში, რესტორანში მომხდარ დაპირისპირებაში, ძალადობაში
ბრალდებულის მხარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ინა ასანიძე
მომხდარი ინციდენტის კადრებს ასაჯაროებს.
თუმცა, ვიდეოკადრები, რომელიც ასანიძემ ქუთაისიპოსტს მისი
თანდასწრებით
ერთი დღის წინ აჩვენა, ახლა მხოლოდ ფოტოს სახით
გაასაჯაროვა. ვიდეოკადრების ჩვენებაზე ანასნიძე კვლავ უარზეა.
ქუთაისიპოსტისთვის მის მიერ მოწოდებულ ფოტოზე ჩანს რესტორანში
მომღერალი ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე და მის გვერდით მდგომი მამუკა
მახათაძე, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მმართველ პირებს
ძალადობაში ადანაშაულებს.
ფოტოს მიხედვით, რომელიც ინციდენტამდე გადაღებული კადრია, ჩანს, რომ
რესტორანში ნადირაძის გვერდით მყოფ მახათაძეს, შუბლზე ფიზიკური
დაზიანებები აქვს.
"ჩვენ გავქვს ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, როგორ შემოდიან ეს
ბიჭები,
მერი ესალმება, ართმევს ხელს და ისინი ხელს კრავენ.
ამ ვიდეო კადრებს მხოლოდ სასამართლოს წარვუდგენთ" - აცხადებს
ასანიძე.
საქმე ეხება რესტორან "შუა გზაში" მომხდარ დაპირისპირებას, რომლის
შემდეგაც პოლიციაში შევიდა განცხადება, ჭიათურის მერის, პაატა
ნადირაძისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ინა ასანიძის
მხრიდან მოქალაქეების ცემის თაობაზე. შსს-მ გამოძიება ძალადობის
მუხლით დაიწყო.
ნადირაძე და ასანიძე მომხდარ ფაქტს დადგმულ სპექტალკს უწოდებენ. მათი
მომხრეები კი აცხადებენ, რომ საქმეში პარლამენტარის, ჭიათურის ყოფილი
გამგებლის, სულხან მახათაძის ბიზნეს-ინტერესები
ფიგურირებს. სულხან
მახათაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
რაც შეეხება მამუკა მახათაძეს, რომელიც ინცინდეტში მონაწილე
პირი გახლავთ, ირწმუნება, რომ ფიზიკური დაზიანება, რომელიც ინა
ასანიძის თქმით მას რესტორანში შესვლითანავე აღენიშნებოდა სწორედ
ასანიძემ მიაყენა.
მახათაძე ამბობს, რომ ჩხუბში ინა ასანიძესთან ერთად ქალაქის მერიც
მონაწილეობდა.
მამუკა მახათაზე ქუთაისიპოსტთან ინციდენტის დეტალებს ყვება.
პაატა ნადირაძის გუნდის წევრები კი აცხადებენ, რომ ჭიათურის ახლანდელი
მერის მმართველობის პირობებში, მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს,
სულხან მახათაძეს ბიზნესში ხელი ეშლება. ამ ფონზე, მომხდარის მთავარ
მოტივად პროვოკაციას ასახელებენ. პროვოკაციის საფუძველად კი ჭიათურის
ახლანდელი მერის დისკრედიტაციას, რომელსაც მახათაძე პოლიციის უფროსის
ხელით ახორციელებს.
დუმილს ირჩევს, პროვოკაციაში დადანაშაულებული პოლიციის უფროსი ლაშა
ჩხიტუნიძეც. მან "ქუთაისიპოსტთან" პირად საუბარში მხოლოდ ის განმარტა,
რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.
ჭიათურაში, რესტორან "შუა გზაში" 13 ივლისის ღამეს მომხდარ
ინციდენტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას 259-ე
მუხლით აწარმოებს, რაც ძალადობას გულიხმობს.
საქმის სხვა დეტალებზე "ქუთაისიპოსტის" მიერ დასმულ შეკითხვებზე,
სხვების მსგავსად, შსს უწყებაშიც ჯერჯერობით დუმილს
ირჩევენ.
პროვოკაციად შეფასებული 13 ივლისის ინციდენტი ჭიათურაში არ არის
ერთადერთი.
ჭიათურის პოლიციის უფროსს ლაშა ჩხიტუნიძეს, რომელსაც ამჟამად პაატა
ნადირაძეს წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ, ცოტა ხნის
წინ პროტესტს ჭიათურელი ახალგაზრდებიც უცხადებდნენ.
საუბარია ჭიათურაში, 10 ივნისს დაწყებულ საპროტესტო ტალღაზე, როდესაც
პოლიციის შენობასთან სამი მამაკაცი შიმშილობდა.
მათ პროტესტის ნიშნად პირიც ამოიკერეს. სამი ახალგაზრდა: პეტრე
ოვანოვი, ლევან მასხარაშვილი და ბექა ჭუმბურიძე ჭიათურის პოლიციის
უფროსის ლაშა ჩხიტუნიძის და მისი მოადგილის მიშა გიგაურის
თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდნენ. მოშიმშილეები ყვებოდნენ, რომ 26
მაისს, მათი ცხრა მეგობარი პოლიციამ ძალადობრივი მეთოდების
გამოყენებით უსამართლოდ და პროვოკაციულად დააკავა.
ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ინა ასანიძემ 13 ივლისს,
ჭიათურაში მომხდარი ინციდენტის შესახებ მედიასთან საგანგებო
განცხადების გაკეთება 17 ივლისს დააანონსა. მან ასევე საკუთარ ფეისბუქ
გვერდზე დაწერა, რომ "ქართულ ოცნებას" და თანამდებობას
დატოვებს.
"შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მსურს გავემიჯნო იმ მოვლენებს,
რაც დატრიალდა ბოლო დღეების განმავლობაში. პირველ რიგში მე ვარ დედა,
ადამიანი რომელიც ამდენი წელი ვდგავარ ოცნების რიგებში. არ ვიშურებდი
ენერგიას და ძალას პირნათელი ვყოფილიყავი ამომრჩევლის წინაშე.
გავაკეთებ განცხადებას მედიასთან. რაც შეეხება შეთითხნილ ბრლადებას,
აუცილებლად გამოჩნდება რა და როგორ," - ნათქვამია ასანიძეს მიერ
სოციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში.
ამავე თემაზე:
რესტორანში
მომღერალი ჭიათურის მერი - ჩხუბი თუ დადგმული სცენა - რა ჩანს
ვიდეოკადრებში
"ნასვამი პოლიციელები მოქალაქეებთან შედიან არასწორ კომუნიკაციაში" -
ჭიათურაში ხელმოწერებს აგროვებენ
შიმშილობის მეცხრე დღე ჭიათურაში - მოთხოვნა პოლიციის ხელმძღვანელობის
გადადგომაა
შიმშილობის მე-9 დღე ჭიათურაში და პასუხი, რომელიც
იგვიანებს
მასალის გამოყენების პირობები