პოლიტიკა
10 ოპოზიციური პარტია პრეზიდენტობის კანდიდატად, სავარაუდოდ, გრიგოლ ვაშაძეს დაასახელებს
FaceBook
დღეს, 21:00 საათზე 10 პოლიტიკური პარტია ლოზუნგით "ძალა ერთობაშია",  საპრეზიდენტო კანდიდატს დაასახელებს.
არსებული ინფორმაციით, ეს ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე იქნება.

კანდიდატის წარდგენა ქუთაისში, ბაგრატის ტაძარზე  იგეგმება.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ მათი გაერთიანების მიზანი "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა.

გრიგოლ ვაშაძე ქუთაისის მერობისთვის 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იბრძოდა. მან მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

Print