ახალი ამბები
"ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება"
FaceBook
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ბესიკ ამირანაშვილის თქმით, გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება.

მან ეს განცხადება ტყიბულის შახტში გარდაცვლილების ოჯახების მისამძიმრების შემდეგ გააკეთა.

"პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს. დღეს გამთენიისას, "112"-ში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შემოვიდა შეტყობინება, რომ ტყიბულის შახტში მოხდა უბედური შემთხვევა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადნენ, ფაქტზე დაიწყო გამოძიება 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. ადმინისტრაციის ყველა პასუხისმგებელი პირი გამოკითხვაზე გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში. რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ხოლო, როგორც მოგეხსენებათ, 4 ადამიანი, საუბედუროდ, გარდაიცვალა. დამატებით მინდა მოგახსენოთ, რომ გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება", - ამბობს ამირანაშვილი. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, მამუკა ბახტაძის თქმით შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში  ხელფასი აუნაზღაურდებათ.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს, ოთხი მუშა დაიღუპა, ხოლო 6 ადამიანი დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი. "საქნახშირში" მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობენ მხოლოდ იმას, რომ მთელი ადმინისტრაცია დაღუპულების გამოყვანაშია ჩართული.

მინდელის სახელობის შახტში უბედური შემთხვევა ბოლოს 5 აპრილს მოხდა, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.



ამავე თემაზე:

ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ტყიბულის შახტში 4 მუშა დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
Print