ახალი ამბები
ტყიბულის შახტში დაშავებული მუშები თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს
FaceBook
ტყიბულის შახტში 6 დაშავებული მუშიდან სამი თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, ორს გადასაყვანად ამზადებენ, ხოლო ერთი ტყიბულის საავადმყოფოში ამბულატრიულ მკურნალობას გადის. ამის შესახებ ქუთაისიპოსტს ტყიბულის რაიონული საავადმყოფოს მენეჯერმა, იური ელიაშვილმა განუმარტა. 

"სულ შემოყვანილი იყო 6 ადამიანი დამწვრობით, აქედან ორი შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სამი უკვე გადაყვანილია თბილისში, ხოლო ორს ახლა ამზადებენ დამატებითი კვლევისთვის თბილისში გადასაყვანად. ერთი კი ამბულატორიულ მკურნალობაზე იმყოფება ჩვენთან საავადმყოფოში. არცერთი მათგანს სიცოცხლის საფრთხე არ ემუქრებათ", - განმარტა ჩვენთან საუბარში იური ელიაშვილმა. 

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს, ოთხი მუშა დაიღუპა, ხოლო 6 ადამიანი დამწვრობით საავადმყოფოში გადაყვანეს.  "საქნახშირში" მომხდარზე კომენატს არ აკეთებენ. ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობენ მხოლოდ იმას, რომ მთელი ადმინისტრაცია დაღუპულების გამოყვანაშია ჩართული.

მინდელის სახელობის შახტში უბედური შემთხვევა ბოლოს 5 აპრილს მოხდა, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

5 აპრილს მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ფაქტის შედეგად ტყიბულში 13 შვილი დაობლდა.

შახტში გარდაცვლილი ექვსი თანამშრომლიდან ყველაზე უმცროსი 25 წლის იყო.

მომხდარზე გამოძიება მაშინაც დაიწყო. თუმცა, პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიუცით.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანი იყო დაღუპული. მათ რიცხვს უკვე 4 მიემატა.

შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს.


ამავე თემაზე:

გამოძიების პირველადი ინფორმაცია - რა მოხდა ტყიბულის შახტში?

ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ტყიბულის შახტში 4 მუშა დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
Print