ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე - მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთოების სტანდარტი არ მიიღწევა
FaceBook
მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი არ იქნება მიღწეული, - აღნიშნულ განცხადება დღეს უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

"მაღაროელის სიცოცხლის დაზღვევა კი უნდა გაიზარდოს! ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს ამ მძიმე დანაკარგის გამო", - განუცხადა თალაკვაძემ "ინტერპრესნიუსს".

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს, ოთხი მუშა დაიღუპა, ხოლო 6 ადამიანი დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი. "საქნახშირში" მომხდარზე კომენატს არ აკეთებენ. ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობენ მხოლოდ იმას, რომ მთელი ადმინისტრაცია დაღუპულების გამოყვანაშია ჩართული.

მინდელის სახელობის შახტში უბედური შემთხვევა ბოლოს 5 აპრილს მოხდა, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

5 აპრილს მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ფაქტის შედეგად ტყიბულში 13 შვილი დაობლდა.

შახტში გარდაცვლილი ექვსი თანამშრომლიდან ყველაზე უმცროსი 25 წლის იყო.

მომხდარზე გამოძიება მაშინაც ზემოთ აღნიშნული მუხლით დაიწყო. თუმცა, პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიუცით.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანი იყო დაღუპული. მათ რიცხვს უკვე 4 მიემატა.

შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს.



ამავე თემაზე:

ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ტყიბულის შახტში 4 მუშა დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

Print