ახალი ამბები
გამოძიების პირველადი ინფორმაცია - რა მოხდა ტყიბულის შახტში?
FaceBook
ტყიბულის მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიების პირველად ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ოთხი და დაშავდა ექვსი ადამიანი. 

სამინისტროს ვრცელი განცხადება ნახეთ აქ.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს, ოთხი მუშა დაიღუპა, ხოლო 6 ადამიანი დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი. "საქნახშირში" მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობენ მხოლოდ იმას, რომ მთელი ადმინისტრაცია დაღუპულების გამოყვანაშია ჩართული.

მინდელის სახელობის შახტში უბედური შემთხვევა ბოლოს 5 აპრილს მოხდა, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

5 აპრილს მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ფაქტის შედეგად ტყიბულში 13 შვილი დაობლდა.

შახტში გარდაცვლილი ექვსი თანამშრომლიდან ყველაზე უმცროსი 25 წლის იყო.

მომხდარზე გამოძიება მაშინაც დაიწყო. თუმცა, პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიუცით.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანი იყო დაღუპული. მათ რიცხვს უკვე 4 მიემატა.

შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს.


ამავე თემაზე:

ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ტყიბულის შახტში 4 მუშა დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

Print