ახალი ამბები
ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
FaceBook
ტყიბულში, მინდელის  სახელობის შახტში დილით მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება  დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, შახტში 4 ადამიანის დაღუპვის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 17 ივლისს, ოთხი მუშა დაიღუპა, ხოლო 6-მდე ადამიანი დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი.  “საქნახშირში” მომხდარზე კომენატს არ აკეთებენ. ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობენ მხოლოდ იმას, რომ მთელი ადმინისტრაცია დაღუპულების გამოყვანაშია ჩართული.

მინდელის სახელობის შახტში უბედური შემთხვევა ბოლოს  5 აპრილს მოხდა, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

5 აპრილს მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ფაქტის შედეგად ტყიბულში 13 შვილი დაობლდა.

შახტში გარდაცვლილი ექვსი თანამშრომლიდან ყველაზე უმცროსი 25 წლის იყო.

მომხდარზე გამოძიება მაშინაც ზემოთ აღნიშნული მუხლით დაიწყო. თუმცა, პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიუცით. 

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანი იყო დაღუპული. მათ რიცხვს უკვე 4  მიემატა. 

შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს.


ამავე თემაზე:


ტყიბულის შახტში 4 მუშა დაიღუპა, არიან დაშავებულებიც


Print