ახალი ამბები
ტყიბულის შახტში 4 მუშა დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
FaceBook
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4  მუშა დაიღუპა, ხოლო  6-მდე ადამიანი  დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს. 

"07:10 წუთზე დამირეკეს და მითხრეს, რომ 4 ადამიანი იყო დაღუპული და ამდენივე დაშავებული შახტში. ყველას აღენიშნება დამწვროვა სხეულზე. ადვილი სავარაუდოა, რომ , ალბათ,  აფეთქება მოხდა. დაშავებულები უკვე გამოყვანილები არიან, ხოლო დაღუპულები არა. ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შემიძლია", - ამბობს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ დოლაბერიძე.

მინდელის სახელობის უბედური შემთხვევა 5 აპრილსაც მოხდა, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

5 აპრილს მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ფაქტის შედეგად ტყიბულში 13 შვილი დაობლდა.

შახტში გარდაცვლილი ექვსი თანამშრომლიდან ყველაზე უმცროსი 25 წლის იყო. 

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანი დაიღუპა.

შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, “საქნახშირი” მართავს.
Print