პოლიტიკა
ქუთაისის მერია - ბაღებში ოპტიმიზაცია გარდაუვალია
FaceBook
"არის საუბარი მმართველობის რამდენიმე ვარიანტზე. თუ რომელი ვარიანტი იქნება არჩეული, ერთ თვეში გვეცოდინება," - განაცხადა მიქიაშვილმა.


ქუთაისის მერის მოადგილის, ნოდარ მიქიაშვილის განმარტებით, ქალაქის საბავშვო ბაღებში ოპტიმიზაცია გარდაუვალია. მიქიაშვილი აცხადებს, რომ საბავშვო ბაღების ფილიალების უფროსებმა იმაზე უკეთესად უნდა იმუშავონ, ვიდრე ახლა მუშაობენ.
მერია მოადგილის თქმით, მართალია მათ შეფასება არ გაუკეთებიათ, თუ როგორ მუშაობენ ფილიალის უფროსები, მაგრამ "დღეს იმაზე უფრო ცუდად მუშაობენ, ვიდრე მომავალში იმუშავებენ". 
რაც შეეხება წინასწარ გაფრთხილებას, მიქიაშვილი ამბობს, რომ: "ჩვენ გასული წლის ოქტომბერში დავაანონსეთ, რომ ქუთაისის მერია მის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა უწყებაში ჩაატარებდა რეორგანიზაციას, რაც მერიაში კონკურსი დასრულდებოდა. კონკურსი სამი კვირის დასრულებულია და ახლა ვიწყებთ სხვადასხვა უწყებებში რეორგანიზაციას. შესაბამისად, ეს გაფრთხილება იყო," - განმარტა ნოდარ მიქიაშვილმა.
მან ისიც აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღებში რა ტიპის მმართველობა უნდა იყოს, ჯერ მერიაში გადაწყვეტილი არაა. ასევე, გადაწყვეტილი არაა, თუ ვინ უნდა ჩაუტაროს ტესტირება საბავშვო ბაღების ფილიალის ხელმძღვანელებს.
"არის საუბარი მმართველობის რამდენიმე ვარიანტზე. თუ რომელი ვარიანტი იქნება არჩეული, ერთ თვეში გვეცოდინება," - განაცხადა მიქიაშვილმა.
ქუთაისის საბავშვო ბაღების ფილიალების უფროსები ადგილობრივ თვითმმართველობას დაწყებული რეორგანიზაციის ერთი წლით გადაწევას თხოვენ.

თეკლე მორგოშია
Print