პოლიტიკა
14-ის ნაცვლად 10 სამინისტრო - პრემიერ-მინისტრის სტრუქტურული ცვლილებები
FaceBook
საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძის ახალი სტრუქტურის თანახმად, საქართველოში 14-ის ნაცვლად  10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება.
კერძოდ, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეუერთდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეუერთდა იუსტიციის სამინისტროს, გაუქმდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო. ამ სამინისტროს ფუნქციები სამ სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილდა: დევნილთა განსახლებაზე და მათთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფაზე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იზრუნებს, მიგრაციის კომპონენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაიბარებს, ხოლო სოციალურ პოლიტიკას ჯანდაცვის სამინისტრო შეითავსებს. ამ სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული რელიგიის სააგენტო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო აპარატს შეერწყმევა.

ახალმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ
მცირე და ეფექტური მთავრობის შექმნა თავის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა.

იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი სტუქტურული ცვლილებები ამოქმედდეს, პარლამენტმა რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება უნდა მიიღოს. სტრუქტურული რეფორმის განსახორციელებლად მთავრობა დღესვე მიმართავს საქართველოს პარლამენტს. საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას პარლამენტი მიმდინარე კვირას დაიწყებს.

საქართველოს პარლამენტმა ახალ პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს და მის მიერ წარმოდგენილ დროებით მთავრობას ნდობა 20 ივნისს გამოუცხადა.
Print