პოლიტიკა
ქუთაისში საპროტესტო აქციები გრძელდება
FaceBook
„ბრალი მიუძღვის სახელმწიფოს საკუთარი ნარკოპოლიტიკით, რომლის ფუნდამენტი არის იძულებითი ნარკოტესტირება“.

ქუთაისის წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ მესამე საპროტესტო აქცია გაიმართა ლევან აბზიანიძის საქმესთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეთა მოთხოვნა უცვლელია - ლევან აბზიანიძის შემთხვევაზე აღძრული საქმე თვითმკველელობამდე მიყვანის მუხლით გადაკვლიფიცირდეს "სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით" მუხლში".
საპროტესო აქცია სახელოსნო "პარქსისი"-ს ორგანიზებით ქუთაისში ერთი კვიირს მანძილზე სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან გაიმართება.
მიუხედავად პრობლემის სიმწვავისა აქციას ნაკლებად ახლავს აქტიურობა ქუთაისელი საზოგადოების მრიდან. აქციის მონაწილეები ამას თემის სტიგმატიზებით ხსნიან.
"ნარკომანია და ნარკოტიკების თემა სტიგმატიზებულია საზოგადოებაში და შეიძლება ესეც იყოს შემაფერხებელი, ასევე, ამ საკითხის გარშემო ძირითადი აქტივობები უკავშირდება NGO ტიპის ორგანიზაციების საქმიანობას. ხალხის თავში კი გამჯდარია, რომ ეს აქტივობები კეთდება იმისთვის, რომ ვიღაცამ გრანტი მოიპოვოს და ა.შ. რაშიც ნაწილობრივ მართლები არიან. მაგრამ ჩვენი შემთხვევა სულ სხვაა. ჩვენ აქ შეგვკრიბა ადამიანის ფუნდამენტური უფლების დარღვევამ - ადამიანის მოკვლამ", - აღნიშნავენ აქციის მონაწილენი.
ისინი მთელ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებენ. "ამ მკვლელობას შეგვიძლია შევხედოთ ორგვარად:. ერთის მხრივ კონკრეტული პოლიციელები, რაც ასევე ნიშნავს სახელმწიფოს - პოლიცია სამსახურებრივი მოვალეობის აღსრულების დროს წარმოადგენს სახელმწიფოს და მეორეს მხრივ უშუალოდ სახელმწიფო საკუთარი ნარკოპოლიტიკით, რომლის ფუნდამენტი არის იძულებითი ნარკოტესტირება", - აღინიშნა აქციაზე.
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები ლევან აბზიანიძე, დაახლოებით ორი კვირის წინ პოლიციელებმა ნარკოშემოწმებაზე წაიყვანეს. გარდაცვალებამდე აბზიანიძემ ოჯახის წევრებს უთხრა, რომ მას სამი აბი შარდმდენი იძულებით დაალევინეს.
ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ გარდაცვლილი ლევან აბზიანიძის ახლობლების განცხადებით, აბზიანიძე ნარკოლოგიურში მოტყუებით წაიყვანეს.
აქცია 7 ივლისს 18 საათზე ქუთაისის საპატრულოსთან (ორახელაშვილის ქუჩა)გაიმართება.
ერთკვირიანი აქციების ციკლი 4 ივლისს დაიწყო, რომელიც 10 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

Print