პოლიტიკა
პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე ოფიციალურად წარადგინა
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე ოფიციალურად წარადგინა. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის პირველმა პირმა უკვე გამოსცა.
"საქართველოს კონსტიტუციის 801 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წამოყენებულ იქნეს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი მამუკა ბახტაძის კანდიდატურა", - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.

მამუკა ბახტაძეს 7 დღე აქვს, რათა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარადგინოს.

წყარო: interpressnews.ge
Print